გაკვეთილის მთავარი თემა
|
შოთა რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანი,, (,,ამბავი როსტევან არაბთა მეფისა,,მეორე გაკვეთილი)
|
სწავლების საფეხური
|
V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
ექვსი მოსწავლე. სსმ მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეებს ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ შეექმნებათ წარმოდგენა მეთორმეტე საუკუნის სამეფო კარზე არსებული ცხოვრების შესახებ,დააკვირდებიან მეფის დამოკიდებულებას ვეზირებისა და ზოგადად ხალხის მიმართ.მეფისა და მისი ქვეშვრდომების მეგობრული და უშუალო დამოკიდებულება მათ დაეხმარებათ იმაში,რომ თვითონაც იყვნენ მეგობრულები და შემწყნარებლები ყველა ადამიანის მიმართ .ნაწარმოების ამ მონაკვეთში მოცემულ აფორიზმებს გაითვალისწინებენ და გამოიყენებენ ცხოვრებაში.
|
გაკვეთილის მიზნები და შდეგები
|
ქართ.5.1.მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტის მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.ინდიკატორი:სვამს კითხვებს მოსმენილი ტექსტის უკეთ გასააზრებლად.წარმოაჩენს პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით(დადებითი,უარყოფითი)
5.2.ჯგუფთან ერთად ამზადებს ზეპირ გამოსვლას.დამოუკიდებლად დაამუშავებს თმის ერთ-ერთ ნაწილს,მოპოვებულ მასალას და შმუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შუთანხმებს ჯგუფის წევრებს.გამოდის წყვილის,ჯგუფის თუ კლასის მომხსენებლის როლში.
5.4.ისმენს მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს საკუთარ ემოციებს და შთაბეჭდილებებს.საუბრობს პოეტურ ნაწარმოებში გამოხატულ განწყობაზე.
5.6.ხმამაღლა,გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შრჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან
5.12.სხვადასხვა საშუალებით ცდილობს უცნობი სიტყვების და გამოთქმების მნიშვნელობის გარკვევას.კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს საბავშვო ენციკლოპედიის სტატიებს.სხვადასხვა საშუალებით(ენციკლოპედია,ლექსიკონი,ინტერნეტი)აზუსტებს მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან ადგილებს სტატიიდან
|
წინასწარი ცოდნა
|
იცნობენ რუსთაველის ეპოქას,ბიოგრაფიას, პერიფრაზირებას.შეუძლიათ განასხვაონ ერთმანეთისგან შედარება და ეპითეტი.იცნობენ აფორიზმებს,შესწავლილი აქვთ როსტევან არაბთა მეფის ამბავი
|
შფასების საგანი და პროცედურები
|
ბავშვებს ვაფასებ აქტიურობის და ჩართულობის მიხედვით.ვიყენებ განმავითარებელ შეფასებას
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,პროექტორი,ინტერნეტი,თაბახის ფურცლები ჯგუფური სამუშაოსათვის,პლაკატები,დიაგრამები,სქემები,ფლომასტერები.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
ა-ფაზა
მისალმების შემდეგ მასწავლებელი კითხულობს სიას და არკვევს ყველაა კლასში თუ აცდენს ვინმე.შმდეგ გადადის საშინაო დავალების გამოკითხვაზე.,,ამბავი როსტევან არაბთა მეფისა,,საზეპირო სტროფის შემდეგ,მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაფაზე გამოაკრან საშინაო დავალებად მიცემული ვენის დიაგრამები,რომლებშიც უნდა დაედგინათ რა მსგავსება და განსხვავება დაინახეს როსტევან მეფესა და გიორგი მესამეს შორის
ბ-ფაზა
მასწავლებელი გადადის ახალი მასალის ახსნაზე და ბავშვებს ინდივიდუალურად ურიგებს თაბახის ფურცლებს,რომელშიც უნდა შეავსონ კიდევ რა იციან როსტევან მეფის ოჯახის შესახებ
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე.
მოსწავლეები ავსებენ მხოლოდ ორ გრაფას.მასწავლებელი ამოწმებს ნაწერებს და მოსწავლეებს უკითხავს ტექსტს ზოგადად უშინაარსებ,.ყოფს ჯგუფებად და ავალებს ტექსტის პერიფრაზირებას.პერიფრაზირების დასრულების შემდეგ,მასწავლებელი ურიგებს თაბახის ფურცლებს ,რომელზეც მოსწავლეები ქმნიან თინათინის სიტყვიერ პორტრეტს ეპითეტების მეშვეობით,აფორმებენ ფლომასტერებით და გამოაკრავენ დაფაზე.ამის შმდეგ მასწავლებელი სვამს კითხვასთუ იციან ბავშვებმა რომელ საუკუნეშია შექმნილი ეს ნაწარმოები ,ვინ იყო ამ პერიოდში მეფე და ხომ არ იციან რაიმე მისი გამეფების შესახებ.პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად და ავალებს ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია თამარის გამეფების შესახებ და ავსებინებს დიაგრამას:მსგავსება და განსხვავება თამარსა და თინათინს შორის.ნამუშვრებს გამოაკრავენ დაფაზე.ამის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს პრეზენტაციას:თამარი და რუსთაველი.პრეზენტაციის შემდეგ ბავშვები ინდივიდუალურად კითხულობენ ტექსტს და იწერენ იმ სიტყვებს ,რომელთა მნიშვნელობა ვერ გაიგეს და ავსებენ ცხრილის მესამე სვეტს.
ც-ფაზა
საშინაო დავალების მიცემა.მასწავლებელი ბავშვებს ავალებს პოემის ორ სტროფს საზეპიროდ,დასაწერად ესეს:,,არის თუ არა თამარი თინათინის პროტოტიპი?,,ამოიწერონ ტექსტიდან ხუთი აფორიზმი მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თვითშფასების სქემას:1.რა იყო გაკვეთილზე შენთვის ყველაზე საინტერესო.
2.რა ისწავლე ამ გაკვეთილზე
3.რა გააკეთე ამ გაკვეთილზე
4.ვისთან ერთად იმუშავე
5.რა გააკეთე კარგად?რა იყო შენი წარმატების მიზეზი
6.რა ვერ გააკეთე კარგად?რა იყო შენი წარუმატებლობის მიზეზი.მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებსგანმავითარებელი შფასებით.
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
5-6
|
7-8
|
9-10
| |
ჯგუფში ჩართულობა
|
პასიურია და არ მონაწილეობს ჯგუფის აქტივობებში
|
ნაწილობრივ ჩართულია და მხოლოდ იძიებს ინფორმაციას
|
აქტიურია იძიებს ინფორმაციას და მონაწილეობს ჯგუფის ყველა აქტივობაში
|
მონაწილეობა ინფორმაციის მოძიებაში და ჯგუფთან ერთად მის განხილვაში
|
არ იძიებს ინფორმაციას და პასიურია განხილვაშიც
|
იძიებს ინფორმაციას ,მაგრამ არ მონაწილეობს მის განხილვაში
|
სრულყოფილად იძიებს ინფორმაციას და ჯგუფთან ერთად განიხილავს
|
შეუძლია პრეზენტაციის წარმოდგენა
|
არ შუძლია პრეზენტაციის წარმოდგენა
|
ცდილობს მაგრამ კარგად ვერ ახერხებს
|
კარგად შეუძლია წარმოადგინოს პრეზენტაცია
|
Комментариев нет:
Отправить комментарий